top of page

დოკუმენტური ფილმის სტრუქტურა
 სამ-მოქმედებიანი დოკუმენტური ფილმი

დოკ სტრუქტურა გადასათარგმნი.jpg

დოკუმენტური ფილმის სტრუქტურას ხშირად ფილმის განსახილველი თემა განსაზღვრავს, მაგრამ ზოგადად დოკუმენტური ფილმი შედგება საწყისი, შუა და საბოლოო სტრუქტურისგან, რასაც ეწოდება „სამ-მოქმედებიანი სტრუქტურა“.

 

დასაწყისი | პირველი მოქმედება

 

დოკუმენტური ფილმის დასაწყისიმა მაყურებლის ყურადღება უნდა მიიპყროს. ეს ის დროა, როდესაც შენ მთლიანი ფილმის ტონალობას განსაზღვრავ და მაყურებლის გონებაში ცნობისმოყვარეობას აღვივებ იმისთვის, რომ მათ ყურება არ შეწყვიტონ. შენ უნდა წარმოაჩინო გარკვეული სახის კონფლიქტი, პრობლემა, ან უჩვეულო სიტუაცია, რაც მაყურებელს ისტორიასთან მეზმერულად მიაჯაჭვებს და უფრო და უფრო მეტის გაგების სურვილს აღუძრავს.

 

ტრადიციულად, „პირველი მოქმედება“ გვაცნობს მთავარ პერსონაჟს (პროტაგონისტ/გმირს), რომელიც შემდგომში გამოწვევის, ან დაბრკოლების წინაშე დგება, რაც მას პრობლემას უქმნის მიზნის მისაღწევად. დრამატული შეკითხვა ისე უნდა დაისვას, რომ კარგად ასახოს პროტაგონისტის გამოწვევა: გადარჩება თუ არა X-ი, გაიჩენს თუ არა Y-ი შეყვარებულს, დაიჭერს თუ არა Z-ი მკვლელს?

 

ამის მაგალითია დოკუმენტური ფილმი An Inconvenient Truth. დასაწყისში ჩვენ გავიცნობთ ალ გორს, რომლის უდიდესი სურვილია კლიმატური ცვლილების პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეს ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანაა. როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას?

 

შუა | მეორე მოქედება

 

ეს არის შენი ისტორიის მთავარი ძალა. შუა ნაწილი რამდენიმე სცენად იყოფა, რომლებიც ერთმანეზე შენდება შენი ისტორიის წარმოსაჩენად. აუცილებელი არაა ეს სეგმენტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოხდეს.

 

„დროის უკან დაბრუნება“ კინოწარმოების ეფექტური ტექნიკაა, რომელიც მაყურებელს ცნობისმოყვარე მდგომარეობაში ამყოფებს.

 

თითოეულ სცენას თავისი საკუთარი დასაწყისი/შუა/დასასრული აქვს. სწორედ ეს მინი-სცენები, ერთმანეთზე მიკრული, ქმნიან შენს ისტორიას.

 

ტრადიციულად, „მეორე მოქმედებაში“ პროტაგონისტი პრობლემ(ებ)ის გადაჭრას სცდილობს და უამრავ წინაღობას აწყდება — ხშირად ყველაზე უარეს სიტუაციას. სწორედ ამ დროს იწყება დაძაბულობა და მაყურებელი ფიქრობს გადაჭრის თუ არა პროტაგონისტი მის წინაშე მყოფ ამოცანებს/გამოწვევებს.

 

დასასრული | მესამე მოქმედება

 

დოკუმენტური ფილმის დასასრული, ჩვეულებრივ, შეკითხვებზე პასუხს იძლევა გარკვეულ წილად და აგვარებს ფილმის დასაწყისში წარმოჩენილ კონფლიქტს. დოკუმენტური ფილმის სცენარის წერისას ხშირად საჭიროა იცოდე, თუ როგორ დამთავრდება შენი დოკუმენტური მანამ, სანამ შუა ან ბოლო ნაწილის წერას დაიწყებ. ეს შესაძლოა კონტრ-ინტუიტიური ჩანდეს, მაგრამ ამისთვის კარგი ხერხია თუ წარმოიდგენ, რომ ველოსიპედზე ჯდები. შენ წინასწარ უნდა იცოდე სად მიდიხარ, იმისთვის რომ იცოდე რომელი გზით წახვიდე იქ მისასვლელად. სხვა შემთხვევაში დაიკარგები!

 

ტრადიციულად, მესამე მოქმედებაში მთელი დაძაბულობა პიკს აღწევს, და მოგვარდება და პასუხი ეცემა მთავარ დაბრკოლებას/შეკითხვას, რომელიც პირველ მოქმედებაში დაისვა.

საბოლოო მოსაზრება

 

ასე ადგენ შენი დოკუმენტური ფილმის, ძირითადი სტრუქტურის მონახაზს. რა თქმა უნდა, ყოველ დოკუმენტურ ფილმს თავისი უნიკალური სტილი აქვს, რაც საჭიროებს შემოქმედებით აზროვნებას, იმისთვის, რომ გამოიკვეთოს საუკეთესო გზა ისტორიის სტრუქტურიზებისთვის, რათა მან შეძლოს დიდი გავლენის მოხდენა.

 

რა თქმა უნდა ყველა დოკუმენტური ფილმი ტრადიციულ სამ-მოქმედებიან სტრუქტურას არ მიჰყვება, მაგრამ დასაწყისისთვის ეს საუკეთესო გზაა. მთავარია კარგი მთხრობელი იყო და მაყურებელს ცნობისმოყვარეობა შეუნარჩუნო.

წყარო

bottom of page