top of page

"საუკეთესო კინოგანათლება მისი გადაღებაა" - სტენლი კუბრიკი

Updated: Feb 16, 2019


"ნებისმიერ ნეოფიტ რეჟისორს ვურჩევ თვითონ გადაიღოს ფილმი. სამ წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ძალიან ბევრს ასწავლის მას."


სტენლი კუბრიკმა ფოტოგრაფიიდან კინემატოგრაფიაში ვსევოლოდ პუდოვკინის "ფილმის ტექნიკის" წაკითხვის შემდეგ გადაინაცვლა. პუდოვკინი რუსი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი იყო, რომელმაც მონტაჟის მნიშვნელოვანი თეორიები განავითარა. პუდოვკინის შედევრებს ხშირად უპირისპირებენ მის თანამედროვე, სერგეი ეიზენშტეინს, მაგრამ ეიზენშტეინი მონტაჟს მასიური სცენების სიძლიერის გამძაფრებისთვის იყენებდა, პუდოვკინი კი ინდივიდების გამბედაობის და სიმტკიცის წარმოსაჩენად.


- თქვენ პუდოვკინის ციტირებას ახდენთ იმის სათქმელად, რომ მონტაჟი ერთადერთი ორიგინალური და უნიკალური ხელოვნების ფორმაა კინოში.

- ასე მგონია. ყველაფერი რაღაცისგან გამომდინარეობს. წერა წერაა, სამსახიობო ოსტატობა თეატრიდან მოდის, კინემატოგრაფია კი ფოტოგრაფიიდან. მონტაჟი ფილმისთვის უნიკალურია. შენ შეგიძლია ერთი მოვლენა ბევრი სხვადასხვა კუთხით დაინახო თითქმის ერთდროულად და ეს ახალ გამოცდილებას ქმნის. პუდოვკინს ასეთი მაგალითი მოჰყავს: თქვენ ხედავთ კაცს, რომელიც კედელზე სურათს კიდებს. უცებ ხედავთ როგორ აუსრიალდება მას ფეხი; ხედავთ სკამის მოძრაობას; ხედავთ მის ჩამოვარდნილ ხელს და სურათს, რომელიც კედლიდან ვარდება. უცბად კაცი კიბიდან ვარდება და თქვენ ამას ისეთნაირად ხედავთ როგორსაც ვერასდროს შეხედავდით რომ არა მონტაჟი. ტელე-რეკლამებმაც ისწავლეს ეს. გადადეთ შინაარსი გვერდზე და დაინახავთ კინოხელოვნების გამორჩეულ მაგალითებს საუკეთესო ტელე-რეკლამებში.

- მაგალითად?

- Michelob-ის რეკლამები. მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ყველაფერს ვაგროვებ ფეხბურთზე, მათ შორის რეკლამების ჩანაწერებსაც. გასულ წელს Michelob-მა სერიები გადაიღო, უბრალოდ ადამიანების გამომეტყველებები გართობის დროს"

- "დიდი ქალაქი ღამით" - და მონტაჟი, კადრები, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარია რაც კი ოდესმე მინახავს. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ ისინი - ლუდს ყიდიან - და ეს ვიზუალური პოეზიაა. საოცარი რვა-კადრიანი ჭრები. და შენ აცნობიერებ, რომ ოცდაათ წამში ძალიან რთული რამ შექმნეს. თუ ოდესმე რაიმეს მოყოლა მოგინდა და ასეთ ვიზუალურ პოეზიას გამოიყენებ, გაცილებით უფრო რთული და ფაქიზი მასალის დამუშავებას შეძლებ.


"იმ დროს ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე პუდოვკინის წიგნმა "ფილმის ტექნიკა"-მ მოახდინა. ეს ძალიან მარტივი, უპრეტენზიო წიგნია, რომელიც ილუსტრირებას ახდენს და არ ქარგავს. ის წმინდად წარმოაჩენს, რომ მონტაჟი კინემატოგრაფიისთვის უნიკალურია, რაც არც ერთ სხვა ხელოვნების ფორმას არ აქვს. ჩემთვის ეს წიგნი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეიზენშტეინის რთული ნაწერები."


კუბრიკზე დიდი გავლენა მოახდინა რეჟისორი მაქს ოფჰულსის კამერის მოძრაობის სტილმა, რაც შემდეგ მან თავის ბევრ ფილმში გამოიყენა, მათ შორის დიდების ბილიკი და 2001: კოსმოსური ოდისეა. კუბრიკმა ასევე შეამჩნია თუ როგორ "გადიოდა კამერა ყველა კედელში და იატაკში." მან ერთხელ ოფუსის ფილმი Le Plaisir მის ფავორიტ ფილმად დაასახელა. ფილმის ისტორიკოსის, ჯონ უეიქმენის თქმით, ოფჰულსმა თავისი ტექნიკა რეჟისორ ანატოლი ლიტვაკისგან ისწავლა 1930 წელს, როდესაც მისი ასისტენტი იყო და ევალებოდა "დახმარება კამერის მოძრაობაში, პანორამაში, და ა.შ., რაც შემდგომში მაქს ოფჰულსის ხელწერა გახდა."


ყველაზე მაღლა მე მაქს ოფჰულსს დავაყენებდი, რომელსაც ჩემი აზრით უმაღლესი ხარისხი ჰქონდა. მას შეეძლო გადაეღო კარგი ობიექტები და მათგან მაქსიმალური მიეღო. იგი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობების რეჟისორი იყო.



- თქვენ თქვით, რომ მაქს ოფჰულსის ფილმები გაოცებდათ როდესაც რეჟისორობას იწყებთით.

- დიახ, ის ბრწყინვალე ნამუშევრებს აკეთებდა. მე განსაკუთრებით მომწონდა მისი კამერის მოძრაობის სტაბილური ტექნიკები. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და კინოთეატრებში იმ დროს უამრავი ფილმი ვნახე და ამით ბევრად უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე ფილმის ესთეტიკის მძიმე ტომების კითხვით. ინტერვიუ სტენლი კუბრიკთან (1969)



“ჩვენ მხოლოდ ტყე და მთები გვჭირდება.” ერიკ ბურიტმა გამოაქვეყნა ძველი სტატია, სადაც წერია, თუ როგორ აპირებს 22 წლის სტენლი კუბრიკი მისი პირველი მხატვრული ფილმის Fear and Desire გადაღებას.



- ცხრამეტის რომ იყო და ყველაფერს თავიდან იწყებდე, კინოსკოლაში ჩააბარებდი?

- საუკეთესო კინოგანათლება მისი გადაღებაა. ნებისმიერ ნეოფიტ რეჟისორს ვურჩევ თვითონ გადაიღოს ფილმი. სამ წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ძალიან ბევრს ასწავლის მას. მე ვიცი, რომ ყველაფერი რასაც მაშინ ვაკეთებდი იმის მიკროკოსმოსი იყო, რასაც ახლა, როგორც რეჟისორი და პროდიუსერი ვაკეთებ. რა თქმა უნდა უამრავი არა-შემოქმედებითი ასპექტია, რომელიც კინოწარმოებისას გვხვდება და შენ მათ ნებისმიერი პატარა ფილმის გადაღებისას აწყდები: ბიზნესი, ორგანიზაცია, გადასახადები, და ა.შ. და ა.შ. იშვიათია, რომ ფილმის წარმოებისას წმინდად არტისტული გარემო შეგხვდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას შეეგუო. საინტერესო ისაა, რომ ნებისმიერმა, ვისაც ფილმის გადაღება სურს, უნდა იშოვოს რაც შეიძლება მეტი ფული, რაც შეიძლება სწრაფად, წავიდეს და გადაიღოს. და ეს ახლა არც თუ ისე ძნელია. როდესაც დამოუკიდებლად დავიწყე ფილმების გადაღება 1950 წელს, მე პოპულარული გავხდი, რადგან გიჟად ჩამთვალეს ინდუსტრიაში, სადაც მხოლოდ დიდი სტუდიები დომინირებდნენ. არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ ნებისმიერს შეუძლია ფილმის გადაღება ვისაც კამერის და ხმის ჩამწერების ოდნავი ცოდნა მაინანც აქვს, ასევე დიდი ამბიციები და - დამატებით - ნიჭი. ჩვენ ახლა ფილმის ახალი რევოლუციის ზღურბლზე ვდგავართ.






106 views0 comments
bottom of page